გაწელილი მერქანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაწელილი მერქანიმერქნის მანკი, ფოთლოვანი ჯიშის მერქნის აგებულობის ცვლილება ტანის გაჭიმულ ზონაში, რომელიც აისახება წლიური რგოლების სისქის მკვეთრ ზრდაში. შეიმჩნევა ზედაპირის შეფერილობის ცვლით. ტორსულ გადანაჭერში აქვს რკალისმაგვარი უბნები, დახერხილ მასალაში, რომელსაც აქვს მკვეთრად გამოხატული წლიური რგოლები (მუხა, კოპიტი) – ვიწრო რგოლების სახით. გაწელილი მერქანი ზრდის მერქნის სიმტკიცეს გაჭიმვაზე ბოჭკოების გასწვრივ და დარტყმით სიბლანტეს ღუნვისას, ამცირებს სიმტკიცეს კუმშვისას ბოჭკოების გასწვრივ და სტატიკური ღუნვისას, აძლიერებს შეშრობას ყველა მიმართულებით, რაც იწვევს დაბრეცასა და ბზარების გაჩენას, აძნელებს დამუშავებას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები