გარეშე ფესვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარეშე ფესვი, გარეშე ამონახსნი – მოცემული განტოლების ამოხსნის პროცესში მიღებული ერთ-ერთი შუალედური განტოლების ფესვი, რომელიც არ წარმოადგენს მოცემული განტოლების ფესვს.

გარეშე ფესვის გამოჩენა დაკავშირებულია იმასთან, რომ მოცემული განტოლების ამოხსნის პროცესში მისი გამარტივების მიზნით, ზოგჯერ ვერ ხერხდება მოცემული განტოლების შეცვლა მხოლოდ მისი ეკვივალენტური განტოლებით.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები