გამოთვლითი ეკონომიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამოთვლითი ეკონომიკა - (computational economics) – მათემატიკური მოდელებისა და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების იმიტაციური მოდელირების ციფრობრივი გადაწყვეტა. მათემატიკურ კონომიკასთან ერთად (რომელიც ძირითადად მოდელების ანალიტიკურ გადაჭრაზეა მიმართული) უკანასკნელ პერიოდში ფართოდ გავრცელდა გამოთვლითი ეკონომიკა, ჩამოყალიბდა ახალი მიდგომები, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ ეკონომიკური თეორიის განვითარებაში. გამოთვლით ეკონომიკას, გამოთვლით ეკონომეტრიკასთან ერთად, აქვს გამოყენებითი მნიშვნელობა, წარმოადგენს ეკონომიკური პოლიტიკის ალტერნატიულ ღონისძიებათა ანალიზის საკვანძო ინსტრუმენტს, სათანადო წვლილი შეაქვს ეკონომიკის „ემპირიულ შემობრუნებაში”. უკანასკნელ პერიოდში თანამედროვე ეკონომიკურ თეორიაში თეორიული მათემატიკური ეკონომიკის (მათემატიკური მოდელირება) ბატონობა კითხვის ქვეშ დადგა. მის მთავარ კონკურენტად გამოდის არა ვერბალური მოდელირება, არამედ ემპირიული ეკონომიკა, რომელსაც საფუძვლად უდევს ეკონომეტრიკური მოდელების გამოყენება.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები