გამზავებელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამზავებელი – ნივთიერება, რომელიც გამოიყენება სქლადსრესილი საღებავი შემადგენლობების განზავებისა და მშრალი მინერალური საღებავების გახსნისათვის. გამხსნელებისაგან განსხვავებით, შეიცავს აფსკის წარმომშობ ნივთიერებას. ყველაზე მეტად გავრცელებულ გამზავებელი წარმოადგენს ემულსიური სისტემა „წყალი ზეთში“. იგი გამოიყენება თუთიისა და ლითოფონის გახსნა-განზავებისათვის, სხვადასხვა ფერადი სქლადსრესილი საღებავი შედგენილობებისათვის და ა.შ. ასეთი გამზავებელი რაოდენობა შეადგენს საღებავი შემადგენლობის მასის არაუმეტეს 22-40%-ს. თუ გამზავებლის ეს რაოდენობა საკმარისი არაა სამუშაო კონსისტენციის საღებავი შედგენილობის მისაღებად, მაშინ საჭიროა საღებავ შედგენილობას დაემატოს გამხსნელი.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები