მინერალური საღებავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მინერალური საღებავისაღებავი არაორგანულ მჭიდა მასალებისა და წებოს საფუძველზე. არსებობს კირის, სილიკატური, ცემენტისა და წებოს. ძირითადად მზადდება ფხვნილის სახით და საჭირო კონსისტენციამდე დაჰყავთ წყლის დამატებით. მინერალური საღებავის სამუშაოების წარმოება დასაშვებია მხოლოდ დადებითი ტემპერატურის პირობებში. მინერალური საღებავი მიიღება მინერალური ნედლეულის საფუძველზე, ამიტომ ის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. ამ საღებავებს აქვთ საკმარისი ორთქლშეღწევადობა, მაღალი ყინვამედეგობა, ხოლო ფუნქციური დანამატები (სინთეზური ფისები) აუმჯობესებენ ტექნოლოგიურ და სამშენებლო-ტექნიკურ თვისებებს: ადჰეზიას საფუძველთან, გაუმჭვირობას, ჰიდროფობულობას, პლასტიკურობას, სედიმენტალურ მედეგობასა და სხვ. გამოიყენება კერამიკული (სილიკატური) აგურის, ბეტონის, კერამზიტბეტონის შებათქაშებული ფასადების დამცავ-დეკორატიული საფარვლისათვის, აგრეთვე სარესტავრაციო და სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები