გამაგრებული ბანაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გამაგრებული ბანაკი – ადგილმდებარეობის მონაკვეთი, რომელიც მოწყობილია ჯარების თავმოყრისათვის (განლაგებისათვის), მომზადებულია მოწინააღმდეგის თავდასხმის მოსაგერიებლად და წარმოადგენს საწყის პუნქტს სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად; საველე სიმაგრეების ერთ-ერთი პირველი სახეობა. ჰქონდათ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომში, ხოლო მოგვიანებით – სხვა სახელმწიფოებსა და ხალხებსაც.
XV-XVII საუკუნეებში ფართოდ გამოიყენებოდა მოძრავი გამაგრებული ბანაკები (ვაგენბურგები). XVII-XIX საუკუნეებში არსებობდნენ როგორც საბრძოლო პოზიციები მთავარ მიმართულებებზე. XX საუკუნის დამდეგიდან აღარ გამოიყენებოდა.