გაგიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაგიკი — კახეთ-ჰერეთის მეფე (1037-1058), კვირიკე III დიდის დისა და ტაშირ-ძორაგეტის მეფის დავით ანჰოლცის (უმიწაწყლო) უმცროსი ვაჟი.]] გაგიკს მეტად რთულ პირობებში უხდებოდა მეფობა. ერთიანი საქართველოს სამეფოს შემდგომი გაძლიერება დღის წესრიგში აყენებდა ჰერეთ-კახეთის საქართველოსთან შეერთების საკითხს. გაგიკი მხოლოდ საქართველოს სამეფოში მიმდინარე შინაფოედალურ ომში მონაწილე ჯარებს შორის მოხერხებული პოლიტიკური ლავირებით ახერხებდა თავისი სამეფოს არსებობის გახანგრძლივებას.

ურთიერთობა ბაგრატ IV-სა და გაგიკს შორის მკვეთრად დაიძაბა და მალე მათ შორის ომიც დაიწყო. 40-იანი წლების დასაწყისში ბაგრატ IV კახეთში შეიჭრა. მიქელ გაბრიელის მთასთან (ადგილმდებარეობა უცნობია) დაამარცხა კახეთის ლაშქარი, აიღო და გადაწვა ბოდოჯის სასახლე (დღევანდელი ცხრაკარა თიანეთთან).

1044-1045 წლებში გაგიკს ლიპარიტ ბაღვაშის ბანაკში ვხედავთ. 1045-1046 წლებში ჰერეთ-კახეთის მეფე როგორც ჩანს, შეურიგდა ბაგრატ IV-ს, ხოლო 1046-1047 წლებში იგი კვლავ ლიპარიტის მოკავშირეა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები