გაბრიელ ჰრეშთაქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბრიელ ჰრეშთაქ-ი (სომხ.Գաբրիել հրեշտակ) – სომეხთა მიერ ქრისტიანობის მიღების შემდეგ მთავარანგელოზ გაბრიელთან იდენტიფიცირებული პერსონაჟი, სიკვდილის სულის – გროღისა და ჭექა-ქუხილის ღმერთის – ვაჰაგნის – ფუნქციების მატარებელი; ხალხურ წარმოდგენებში ხასიათდება, როგორც ცეცხლოვანი, მრისხანე და უშიში; შეიარაღებულია ცეცხლოვანი მახვილით; ცხოვრობს ზეცაში, მაგრამ ერთი ფეხი მიწაზე უდგას; როგორც სიკვდილის სულს ადამიანები წინააღმდეგობას უწევენ (ერთ მითში გმირი ასლან აღა გაბრიელ ჰრეშთაქთან ბრძოლას იწყებს, რათა ადამიანებისთვის უკვდავება მოიპოვოს, მაგრამ მარცხდება). გაბრიელ ჰრეშთაქი, როგორც ჭექა-ქუხილის ღმერთი, მარტო ან სხვა ანგელოზებთან ერთად, ვიშაპებს ებრძვის; ვიშაპები ცდილობენ, ჩაყლაპონ მზე, მაგრამ გაბრიელ ჰრეშთაქს ან ანგელოზებს ისინი აჰყავთ მზემდე, რომლის სხივებისგან იფერფლებიან კიდეც. გაბრიელ ჰრეშთაქი ადამიანებსა და ღმერთს შორის შუამავლის ფუნქციასაც ასრულებს.

ეპოსში („სასნა ცრერი“) იგი ზეციდან ჩამოდის და მოჩხუბარ მამა-შვილს (დავითსა და უმცროს მღერს. „მიჰრ-ი“).


ლიტერატურა

  • Арутюнян С. Б. Габриел Хрештак // Мифы народов мира. Т. I. М., 1980;
  • მისივე, Мифология // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები