გაბრიელ მთაწმიდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბრიელ მთაწმიდელი – (ივერიელი, X-XI სს.), ღირსი მამა, წმ. (ხსენ. დღე 12/25. 07), ათონზე მოღვაწე ბერი, რომელმაც სახელი გაითქვა ეკლესიური და ბერმონაზვნური მოწესეობით, სულიერ-ასკეტური ცხოვრების სიმკაცრით. მას უკავშირდება ივერიის ღვთისმშობლის ხატის ისტორია: ხატმებრძოლობის დროს ნიკეის მახლობლად მცხოვრებ ერთ მორწმუნე ქვრივს ჰქონდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც გადარჩენის მიზნით ზღვას გაატანა. ორი საუკუნის შემდეგ ათონზე მოღვაწე ბერებმა ზღვაში ნათლის კაშკაშა სვეტი დაინახეს, რომელიც თავზე ადგა ღვთისმშობლის ხატს. მხცოვანი ქართველი ბერი გაბრიელი შევიდა ზღვაში, წყლის ზედაპირი ისე გაიარა, როგორც ხმელეთზე და მიირქვა ღვთისმშობლის ხატი. გადმოცემის თანახმად, ეს მოხდა 999 წ. 27 აპრილს.

გაბრიელ მთაწმიდელის სახელმა რომის პაპ ლეონის ყურამდეც მიაღწია. მათ ერთმანეთის მიმართ დიდი ძმური სიყვარული ჰქონდათ. „იოანესა და ექვთიმეს ცხოვრების“ მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მშობლიური ენის გარდა, არც ერთმა და არც მეორემ სხვა ენა არ იცოდა, ისინი თურმე მთელი დღე დაუბრკოლებლად საუბრობდნენ საღვთო და სულიერ საგნებზე.

ქ. ხითარიშვილი



ლიტერატურა

  • ეპ. კირიონი, ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში, თბ., 2014;
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, ე. გაბიძაშვილის რედ., თბ., 2007.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები