ბუჩქისძირა Corydalis marschalliana Kuntza
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბუჩქისძირა – (Corydalis marschalliana [Willd.] Kuntza = Corydalis cava subsp. Marschalliana [Willd.] Hayek); ოჯახი: შავთარასებრნი (Fumariaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მცენარე მწვანეა, ღერო მარტივია, 10-30 სმ სიმაღლის. ფოთოლი ორია, მორიგეობით განწყობილი, გრძელყუნწიანი, ორჯერ სამად განკვეთილი, ფოთლის სეგმენტები ელიფსურია, შუაზე – უფრო დიდი და ზოგჯერ ნაკვთებიანი. მტევანი მრავალყვავილიანია. გვირგვინის გარეთა ფურცლები ვარდისფერ-მეწამული ან მოთეთროა. ყვ. ნაყ. III-V. მცენარე გავრცელებულია ბუჩქნარებსა და ჩრდილიან ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია არწივის ხეობაში, თელავის მიდამოებში და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. საქართველოში სპორადულად გავრცელებულია თითქმის ყველგან.