ბუჩქისძირა (Corydalis conorhiza Ledeb.)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბუჩქისძირა – (Corydalis conorhiza Ledeb.); ოჯახი: შავთარასებრნი (Fumariaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ფერით მწვანე, ღერო მარტივია, 4-10 სმ სიმაღლის. ქვედა ნაწილში 1-2 ქერცლისებური, წვრილი, ღეროზე მჭიდროდ მიკრული ფოთლით. ფორმით ფრთისებურია 2-3 წყვილი სეგმენტით. სეგმენტები ძირამდე განკვეთილია 2-3 ნაკვთად. ყვავილედი ფოთლებზე გრძელია. ჯამის ფოთოლი დიდია და გრძელფოჩებიანი, ლილისფერი. გვირგვინი ვარდისფერი, მეწამული ან ყვითელია. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე გავრცელებულია ალპურ მდელოებზე, მდნობი თოვლის ახლოს. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია აბანოს უღელტეხილზე (3,000 მ-მდე ზღვის დონიდან). საქართველოს მაღალმთიანეთში არცთუ იშვიათი მცენარეა.