ბურბაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბურბაკი ნიკოლა (Nicolas Bourbaki) – ახალგაზრდა ფრანგ მათემატიკოსთა ჯგუფის კოლექტიური ფსევდონიმი. ჯგუფი დააარსეს 1937 წელს უმაღლესი ნორმალური სკოლის აღზრდილებმა. ჯგუფის წევრთა რაოდენობა და ზუსტი შემადგენლობა არ ცხადდება. ისინი ცდილობენ განახორციელონ დ. ჰილბერტის იდეა – განიხილოს სხვადასხვა მათემატიკური თეორია ფორმალური აქსიომატური მეთოდის პოზიციიდან. ჯგუფის მონაწილეთა საერთო მიზანია შექმნან ისეთი ტრაქტატი, რომელიც აგებული მეცნიერული სიმკაცრის თანამედროვე დონეზე, უფრო ზოგად პრინციპებზე დაყრდნობით, იქნება მთელი მათემატიკის მიმოხილვა.

1939 წლიდან ჯგუფმა გამოუშვა მრავალტომიანი ტრაქტატი „მათემატიკის ელემენტები“; მუშაობს „ბურბაკის სემინარი“, სადაც ისმენენ სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერთა მოხსენებებს ჯგუფის წევრთა რაოდენობა და ვინაობა საიდუმლოა. მისი შემადგენლობა პერიოდულად იცვლება – 50 წელს მიღწეული წევრი ადგილს უთმობს უფრო ახალგაზრდას.

დღეისათვის „მათემატიკის ელემენტები“ ითვლიან რამდენიმე ათეულ ტომს, რომლებიც მიძღვნილნი არიან ერთი ძირითადი პრობლემის – ანალიზის ფუნდამენტური სტრუქტურის გადმოსაცემად; ისინი დაჯგუფებულნი არიან ექვს წიგნად:

1. სიმრავლეთა თეორია;
2. ალგებრა;
3. ზოგადი ტოპოლოგია;
4. ნამდვილი ცვლადის ფუნქციები;
5. ტოპოლოგიური ვექტორული სივრცეები;
6. ინტეგრება.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები