ბუნება და ხელოვნება (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ბუნება და ხელოვნება“ (№1, 1920, თბილისი) - ყოველთვიური სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალი. ჟურნალში არ არის მითითებული რედაქტორი და გამომცემლობა. ჩვენამდე მოაღწია „ბუნებისა და ხელოვნების“ ერთადერთმა ნომერმა, რომელიც ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმშია დაცული. ჟურნალში თანამშრომლობდნენ: კ. მაყაშვილი, ბ. ახოსპირელი (ბეგლარ აღაიანი), დ. თურდოსპირელი (დავით ჩხეიძე), შ. მღვიმელი, გ. ქუჩიშვილი, მ. ქავთარაძე, ა. კლიმიაშვილი, ელ. პოლუმორდვინოვი, მ. მაჭავარიანი, არჩ. მაჭავარიანი, „დიანა“ (დარია ქაჯაია-ახვლედიანისა), „ონე“ (?). გამოცემა ძირითადად პოეზიას უთმობს ადგილს.

აქ იბეჭდება კ. მაყაშვილის „ზამთრის სიზმარი“, ბ. ახოსპირელის „მებრძოლი“, შიო მღვიმელის უსათაურო ლექსი, გ. ქუჩიშვილის „განწირული“, მიხ. ქავთარაძის „მეზავი“, ა. კლიმიაშვილის ორი ლექსი: „ჩვენს სირინოზს“ და „შეყვარებული გული“, ე. პოლუმორდვინოვის „სამშობლოს“ და სხვ. პოეტური ნაწარმოებების გვერდით გვხვდება მცირე პროზაული თხზულებებიც, მაგ.: მიხ. ქავთარაძის „სიყვარული“, არჩ. მაჭავარიანის „მზე და ვარდი“, დიანას „ROSAEL“, ონეს „შორეული ტრფობა“, ე. პოლუმორდვინოვის „ქალი“ და სხვ.

მანანა შამილიშვილი

ლიტერატურა

გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, ჟურ. „ბუნება და ხელოვნება“, 1920, №1

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები