ბრუტუსი (ვოლტერის ტრაგედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ბრუტუსი“ვოლტერის ტრაგედია, (1730), რომელიც რომის იმპერიის და დესპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნებოდა.

ტრაგედიის სიუჟეტს საფუძვლად უდევს რომის მოქალაქეების მიერ მეფე ტარკვინიუსის გაძევების ისტორია, რომელსაც ხელმძღვანელობს კონსული ბრუტუსი. ბრუტუსი იცავს ხალხის უფლებებს, რადგან ტირანი მეფე თავისუფალი მოქალაქეების დამონებას ცდილობს. ვოლტერის ტრაგედიაში ხალხი არ ფიგურირებს. მათ მაგივრად მოქმედებს ბრუტუსი, რომელიც რომაელების გამარჯვების შემდეგ გონიერი და კანონიერი მმართველი ხდება. იდეალური მმართველის თვისებები განსაკუთრებით ვლინდება მაშინ, როდესაც ბრუტუსი უპირისპირდება თავის შვილს, რომელიც შეყვარებულის გამო მტრის ბანაკში გადადის. ბრუტუსი არ ინდობს სამშობლოს გამყიდველ შვილს. დესპოტიზმის გარდა, ვოლტერი ებრძვის კათოლიკური ეკლესიის მანკიერ მხარეებს და ფანატიზმს.

ნინო ქირია

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები