ბროლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბროლის ფუჟერი

ბროლი – მინის განსაკუთრებული სახეობა („კრისტალი”), რომელშიც ტყვიის ჟანგის (PbO) წონითი შემცველობა 18-40%-ია. თანამედროვე ტყვიის კრისტალი, რომელიც ისტორიულად აგრეთვე ცნობილია, როგორც სილიციუმის მინა (საწყისი ნედლეულია სილიციუმის დიოქსიდი), შეიცავს მინიმუმ 24% PbO. ტყვიის ჟანგის (ოქსიდის) დამატება ზრდის სხივის გადატეხისა და დისპერსიის მაჩვენებელს (საიუველირო ტერმინოლოგიით – „ფერების თამაში”, „ცეცხლი”), აგრეთვე მინის პლასტიკურ თვისებებს; ბარიუმის ჟანგის დამატება კი, ძირითადად, ზრდის სხივის გადატეხის მაჩვენებელს. დაკუთხვა, სხვა ძვირფასი ქვების ანალოგიურად, ბროლს აძლევს შესაძლებლობას სრულად გამოამჟღავნოს ის თვისებები, რომელიც დაკავშირებულია სხივის გადატეხისა და დისპერსიის მაღალ მაჩვენებელთან.

ადრე ბროლის ჭურჭელი გამოიყენებოდა სასმელების შესანახად, მაგრამ როდესაც ცნობილი გახდა ტყვიის მავნებლობა ჯანმრთელობისათვის, მან ეს ფუნქცია დაკარგა. გამოჩნდა ალტერნატიული მასალა კრისტალური მინის სახით, რომლის წარმოებაში რკინის ჟანგის ნაცვლად გამოიყენება ბარიუმის, თუთიის ან კალიუმის ჟანგი. უტყვიო კრისტალს სინათლის სხივის გადატეხის ისეთივე მაჩვენებელი აქვს, როგორც ტყვიის კრისტალს, მაგრამ უფრო მსუბუქია და გამოირჩევა დისპერჰირების დაბალი უნარით. ტერმინი ტყვიის კრისტალი ტექნიკური მიზეზებით არაა ზუსტი ტყვიის მინის აღსაწერად, რადგან მინა ამორფული მყარი ნივთიერებაა და არ აქვს კრისტალური სტრუქტურა. ტერმინის გამოყენება რჩება პოპულარული ისტორიულად და კომერციული მიზნით. ტერმინის შენარჩუნებას ხელი შეუწყო ვენეციურმა სიტყვამ cristallo, რომლითაც მოიხსენიებდნენ მთის ბროლს. ევროკავშირში „კრისტალური” პროდუქტების მარკირება რეგულირდება ევროსაბჭოს დირექტივით 69/493/EEC, რომლითაც მასალის თვისებებისა და ქიმიური შედგენილობის მიხედვით განსაზღვრულია ოთხი კატეგორია. მინის ნაკეთობას, რომელიც შეიცავს არანაკლებ 24% ტყვიის ჟანგს, შეიძლება ეწოდოს „ტყვიის კრისტალი”, ხოლო პროდუქტი ტყვიის ჟანგის ნაკლები შემცველობით ან მინა სხვა ლითონების ჟანგეულების შემცველობით, უნდა დაფიქსირდეს, როგორც „კრისტალი” ან „ბროლი”. აღსანიშნავია, რომ ბროლს შეფერილობის მიხედვით, სხვადასხვა სახელი აქვს, მაგ., იისფერი ბროლის სახელია ამეთვისტო, ბოლისფერის – რაუხტოპაზი, შავის – მორიონი, ყვითელის – ციტრინი და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები