ბრიტანეთის ბიბლიოთეკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრიტანეთის ბიბლოთეკა – წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს უმნიშვნელოვანეს წიგნსაცავს, რომელიც თავისი მოცულობითა და საქმიანობის მასშტაბით კონგრესის ბიბლიოთეკის შემდეგ რიგით მეორეა. 1973 წელს იგი გამოეყო ბრიტანეთის მუზეუმს, რომელიც 1753 წლიდან სერ ჰანს სლოანის მდიდარი კოლექციის საფუძველზე ჩამოყალიბდა როგორც კულტურისა და ისტორიის დაცვისა და კვლევის უმნიშვნელოვანესი სივრცე. სლოანის კოლექციაში თავმოყრილი იყო როგორც ძველნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნები, ასევე ჰერბარიუმები, გრავიურები და ნახატები. ბრიტანეთის ბიბლიოთეკის ისტორიული ფონდი ძირითადად შექმნილია XVIII ს-ის შემოწირულობებისა და შესყიდვების საფუძველზე. ბიბლიოთეკამ გარდა სერ ჰანს სლოანის კოლექციისა, მუზეუმისგან მემკვიდრეობით მიიღო ხელნაწერი და ძველნაბეჭდი წიგნები სერ რობერტ კოტონის (1570-1631), რობერტ ჰარლის (1661-1721), მეფე გეორგ II-ისა და სამეფო ბიბლიოთეკის კოლექციებიდან. ბრიტანეთის ბიბლიოთეკის ფონდებში დღეს დაცულია ისეთი მნიშვნელოვანი წიგნები, როგორებიცაა სინური კოდექსი, დონ ხუანის ხელნაწერები, ჰებრაისტული ტექსტები და სხვა.


იხილე აგრეთვე

ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები