ბრესონი რობერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერ ბრესონი

რობერ ბრესონი (1901–1999) – გამოჩენილი ფრანგი კინორეჟისორი და სცენარისტი.

ვიდრე რეჟისურას მოკიდებდა ხელს, ხატავდა, წერდა სცენარებს.

ბრესონის მორალური პრობლემებისა და დაუნდობელი ეგზისტენციალური არჩევანის კინემატოგრაფმა, როგორც წესი, დაფუძნებულმა ლიტერატურულ წყაროებზე, განსახიერება უკიდურესად ასკეტურ კინოენაში ჰპოვა პავილიონში გადაღებებზე, სპეცეფექტებზე, ხშირად კი პროფესიონალ მსახიობებზე დამახასიათებელი უარის თქმით.

მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთ მწვერვალად მიჩნეული ბრესონის შემოქმედება აღნიშნულია მრავალრიცხოვანი ჯილდოებით.

ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  • 1943 – „ცოდვის ანგელოზები“ (ფრანგული კინოს დიდი პრემია)
  • 1945 – „ბულონის ტყის ქალბატონები“
  • 1951 – „სოფლის მღვდლის დღიური“ (ლუი დელიუკის პრემია)
  • 1956 – „სიკვდილმისჯილის გაქცევა“ (კანის სკფ. პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის; ფრანგული კინოაკადემიის პრემია)
  • 1959 – „ჯიბგირი“ (ფრანგული კინოაკადემიის პრემია საუკეთესო ფილმისთვის)
  • 1962 – „ჟანა დ’არკის პროცესი“ (კანის სკფ. ჟიურის სპეციალური პრიზი)
  • 1966 – „ალალბედზე, ბალთაზარ“ (ჟორჟ მელიესის პრემია)
  • 1967 – „მუშეტი“ (ჟორჟ მელიესის პრემია)
  • 1969 „თვინიერი“ (სან-სებასტიანის კინოფესტივალის პრემია)
  • 1971 – „მეოცნებეს ოთხი ღამე“ (ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრემია)
  • 1977 – „ალბათ, ეშმაკი“ (ბერლინის სკფ. ჟიურის სპეციალური პრიზი „ვერცხლის დათვი“)
  • 1983 – „ფული“ (კანის სკფ. პრიზი რეჟისურაში; ამერიკელ კინოკრიტიკოსთა კავშირის პრიზი)
  • 1989 – ვენეციის სკფ. „ოქროს ლომი“ მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის
  • 1994 – ევროპული კინოაკადემია „ფელიქსის“ პრემია
  • 1995 – რენე კლერის პრემია შემოქმედებისთვის
  • საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი

და სხვა.


წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები