ბლინდაჟი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბლინდაჟი - (ფრანგული blindage - საფრით გადახურვა), დახურული ტიპის საველე ფორტიფიკაციული ნაგებობა.
თავშესაფრისგან განსხვავებით, ვერ უზრუნველყოფს ქიმიური და ბიოლოგიური დასნებოვნებისგან დაცვას. შედგება ძირითადი ფართისგან 4-8 კაცზე, აქვს შესასვლელი კარი და მიწით არის დაფარული. შენდება ადგილობრივი ან სპეციალურად დამზადებული მასალისგან. პირველად გამოიყენეს სევასტოპოლის დაცვის (1854-55) დროს. ფართოდ იყენებდნენ I და II მსოფლიო ომებში.