ბინომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბინომი (ტერმინი წარმოიშვა ორი სიტყვიდან: ლათინური bi - ორი და ბერძნული νομοσ – არე, ნაწილი, წევრი.) – ორწევრი, ორი ალგებრული გამოსახულების ჯამი ან სხვაობა (a-b; 5x+2y2). ბინომის ხარისხს, ე.ი. (a+b)n გამოსახულებას ნიუტონის ბინომს უწოდებენ.

სახელწოდება „ბინომი“ შემოიღო ევკლიდემ. იტალიელი მათემატიკოსი ნიკოლო ტარტალი სახელწოდება „ბინომს“ იყენებდა axm+bxn გამოსახულებისათვის (1556). სიტყვამ დღევანდელი აზრი ორი წევრის ალგებრული ჯამი – მიიღო ნიდერლანდელი მათემატიკოსისა და ინჟინრის ს. სტევინის დროიდან (1585).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები