ბინების გაბინძურება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბინების გაბინძურება – საცხოვრებელ ბინებში არასასურველი ქიმიური, ფიზიკური ან ბიოლოგიური აგენტების (გამაბინძურებლების) შემოტანა, რომელთა წყაროებს წარმოადგენენ იატაკის სინთეტიკური საგებები (პოლიქლორილებული ფილები, ხალიჩები), მერქნის დამუშავების ნარჩენებისაგან დამზადებული ავეჯი, კედლის ან ავეჯის ლაქ-საღებავები, განსაკუთრებით თამბაქოს ბოლი. საძილე ოთახებში შეიძლება დაგროვდეს თვით ადამიანის მიერ გამოყოფილი (400-ზე მეტი) სხვადასხვა ნივთიერება, ან კიდევ ავადობის წარმომქნელი ბიოლოგიური (გრიპის ვირუსები) მიკროორგანიზმები, ალერგიის გამომწვევი მიკროსკოპული ტკიპები.

გაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებებს მიეკუთვნება: ბინების განიავება, გამაბინძურებელი ნივთიერებების აკუმულაციის უნარის მქონე ოთახის მცენარეთა (ქლოროფიტუმი, ალოე) მოშენება.


წყარო

გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები