ბიეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიეთის ტაძარი

ბიეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია – არქიტექტურული ძეგლი, გუმბათოვანი ეკლესია (XIV ს., 1493 წ.) მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში, აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ალვანისღელის (წინუბნისწყლის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, სოფ. გურკელის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მოვაკებულ ადგილას, ფიჭვის ტყეში. ნაგებია თლილი ქვით. ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს სამლოცველოები. ყოფილა მოჩუქურთმებული და მოხატული. შემორჩენილია ნანგრევები. სახელწოდებას კომშის სახელს უკავშირებენ. დასავლეთ საქართველოში კომშს ბიას უწოდებენ.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები