ბიგარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბიგარ-ი (ოს. Быгар) – ოსური ნართული ეპოსის ეპიზოდური პერსონაჟი, ვასთირჯის დისშვილი, რომელიც დემონმა ხარაგ-ხუაგმა მამასთან ერთად უსულო საგნად აქცია. მამა-შვილს ადამიანობა ნართმა ურუზმაგმა დაუბრუნა; ცხოვრობს სახლში, რომლის კედლები სადაფისაა, ჭერი – წითელი მინის.
ლიტერატურა
Осетинские нартские сказания. Дзауджикау, 1948.