ბეტონის ჰიდროსაიზოლაციო ჰერმეტიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის ჰიდროსაიზოლაციო ჰერმეტიკი (Hidrostoptm) – წყლის ბაზაზე დამზადებული გამჭვირვალე მისასხურებელი სითხე, რომელიც ქმნის წყლის არეკვლის ეფექტს ბეტონის, აგურის, სამშენებლო ხსნარისა და ქვის წყობის ზედაპირზე. Hidrostop-ის ჰერმეტიკი მუშაობს უკეთესად და ძლებს უფრო დიდხანს, ვიდრე ჩვეულებრიცი ჰერმეტიკი, რადგან იგი შეიცავს სილანისა და სილოქსანის ნაერთის უნიკალურ ნარევს, რომელიც ქიმიურ რეაქციაში შედის საძირკვლის მასის სიღრმეში არსებულ სილიკატებთან. ამ რეაქციის შედეგად ზედაპირის სტრუქტურაში წარმოიქმნება უხსნადი, წყლის ამრეკლი ბარიერი, რომელიც არ სცილდება მას, არ უფერულდება, არ სკდება, არ იქერცლება. მოპირკეთებული ფენა გარეგნულად უხილავია და უნარჩუნებს ზედაპირს მის პირვანდელ სახეს და სუნთქვის შესაძლებლობას. Hidrostop-ი ეკონომიკურია სხვა ჰერმეტიკებთან შედარებით, საუკეთესოდ ირეკლავს და არ უშვებს წყალს კონსტრუქციასთან, ზედაპირს არ უცვლის იერსახეს, მდგრადია მჟავებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების მიმართ, არმატურას იცავს კოროზიისაგან, ხელს უშლის ჟანგის ლაქების, ობისა და ხავსის წარმოქმნას, ზედაპირზე დატანისას არ მოითხოვს სპეციალურ ხელსაწყოებსა და სხვ. გამოიყენება ჰიდროიზოლაციის აღდგენისა და დაცვის სისტემასთან ერთად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები