ბესარიონ ნიჟარაძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბესარიონ ნიჟარაძე

ნიჟარაძე ბესარიონ – (ფსევდონიმი: „თავისუფალი სვანი“), (1852-1919) — პუბლიცისტი, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მკვლევარი, მწიგნობარი.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი (1874), სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში (1874–78). 1892 წ. მღვდლად ეკურთხა. 1907 წ. აირჩიეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ნამდვილ წევრად. პირველი წერილი გამოაქვეყნა 1873 წ. სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ პრესაში. თავის წერილებსა და ნარკვევებში ეხებოდა სვანეთის ისტორიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, ფოლკლორის, გეოგრაფიის, ენის საკითხებს. ბ. ნიჟარაძის თხზულებები თავმოყრილია წიგნში „ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები“ (ტ. I-II, 1962-64), რომელიც თარგმნილია რუსულად და გერმანულად.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები