ბერშუეთის სამების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერშუეთის სამების ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფლის ჩრდილოეთით 2 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (8,3 X 5,7 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ეკლესიის არქიტრავით გადახურული კარი სამხრეთ კედელშია. აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე კაპიტელებიანი წყვილი პილასტრია. შენობის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილზე მიშენებულია კარიბჭე. მის სამხრეთ კედელში კარია, დასავლეთისაში - თახჩა. ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებზე შემორჩენილია შირიმის ქვით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდანი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები