ბერმუხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერმუხა – ხატის საკულტო ხე. მთის კუთხეებში (ფშავ-ხევსურეთის, მთიულეთ-გუდამაყარი) გავრცელებულია ლეგენდა, რომლის მიხედვით ბერმუხა ხატთან იდგა. „მუხას წვერზე ოქროს შიბი (ჯაჭვი) ება და „ერთი წვერი ამ შიბისა ცაში ადიოდა, ზედ ღვთისშვილნი დაბრძანდებოდნენ“. (თ, რაზიკაშვილი).ბერმუხას ცული ვერ სჭრიდა, მტრები კი ხის მოუჭრელად ადგილობრივ მკვიდრთ ვერ იმორჩილებდნენ. ვიღაც მოღალატეს ზურაბ ერისთავისთვის ხის მოჭრის საიდუმლოება უსწავლებია. ბერმუხა მოუჭრიათ. ოქროს ჯაჭვი გაწყვეტილა და ცაში წასულა. ამის გამო ღვთისშვილებს მიწაზე ჩამოსვლა უჭირთო.

დ. გოგოჭური


ლიტერატურა

  • ვაჟა-ფშაველა, თხზ., ტ. 5, გე. 50, 1961;
  • ა. შანიძე, ხალხური პოეზია, 1931, გვ. 572;
  • ხალხური სიტყვიერება, III, თ. რაზიკაშვილის ჩაწერილი ხალხური ლექსები, მ. ჩიქოვანის რედ., 1953, გვ. 17.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები