ბერაია ირაკლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ირაკლი ბერაია – დაიბადა 1978 წლის 26 ოქტომბერს ქ. სენაკში.
განათლება
- საქართველოს დიპლომატიური აკადემია სპეციალობით საერთაშორისო ურთიერთობები-საგარეო პოლიტიკური დიპლომატია (1995-1998)
- ვესტმინსტერის უნივერსიტეტი – დიპლომატიის მაგისტრი.
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი (1999-2001)
- წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორიისო ფედერაცია, საქართველოს დელეგაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კოორდინატორი (2001)
- შპს „ქსილოტრანსი“, გენერალური დირექტორის თანაშემწე (2002)
- შპს „ქსილოტრანსი“, ტყეებისა და ნედლეულის დეპარტამენტის დირექტორი (2002-2004)
- საქართველოს პარლამენტის აპარატი, მოწვეული სპეციალისტი (2004)
- შპს „სპეცტექნიკარესურსი“, გენერალური დირექტორის მოადგილე (2007-2008)
- ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი (2007)
- „ქართული ოცნება“, სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორი (2012)
- შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორი (2012-2015)
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი (2015-2016)
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): მაჟორიტარი, სენაკის №63 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი (11-12-2020); თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე (11-12-2020); საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი (17-12-2020).