ბენთქოულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბენთქოულა – სოფელი საქართველოში, ქეემო იმერეთში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), მდებარეობს ხვამლის მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირას.

სახელწოდება

ეტიმოლოგია უცნობია. სავარაუდოდ შეიძლებოდა დაგვეშვა იმერული, გაბინთქოლება, რაც ნიშნავს: გათეთრება, გასპეტაკება, ძლიერ კარგად გასუფთავება. იმერული ბინთქოლა (||ბენთქოლა?) მეტყველებაში უპირატესად -ვით თანდებულიან ფორმებში იხმარება: ბინთქოლივით ქადები; ბინთქოლივითაა – „ძალზე თეთრია და წმინდა“. (ივ. ქავთარაძე). საფიქრებელია,რომ სოფელს ასეთი სახელწოდება შეერქვა აქ გამომდინარე წყლების საუკეთესო სარეცხი თვისებების გამო. ბენთქოულა – სოფელი, რომლის წყლებიც სარეცხს ასპეტაკებს, აბინთქოლებს, ძლიერ კარგად რეცხავს.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები