ბაჭყალას სამაროვანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაჭყალას სამაროვანი - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ თელოვანის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კილომეტრზე, დიდგორის მთის ძირას, დამრეც ველზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. 1971 წელს ძეგლი გათხარა (ხელმძღვ. რ. აბრამიშვილი). გაითხარა ორი ტიპის ინდივიდუალური სამარხები: ქვიშაქვის ფილებით შედგენილი ქვაყუთები და ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები, ქვაყუთებში მიცვალებულები დაკრძალულია გულადმა გაშოტილი, თავით დასავლეთისკენ, ორმოსამარხებში კი მიცვალებულები წვანან გვერდზე, ხელფეხმოხრილნი. სამარხებში აღმოჩნდა ნახევრად ძვირფასი ქვებით შემკული ბრინჯაოს და რკინის სხვადასხვა ტიპის საკინძები, მძივები და სხვა სამკაულები. ბაჭყალას სამაროვანის მსგავსი სამარხები აღმოჩენილია მცხეთაში, სამთავროს ველზე.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები