ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი - დროებითი ფორმირება, რომელიც აშშ-ის არმიაში იქმნება ბატალიონის ბაზაზე ბრძოლის საწარმოებლად. მოიცავს 2-4 სატანკო, მოტოქვეით ასეულს, მართული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ქვედანაყოფს, სანაღმსატყორცნო, სადაზვერვო, საინჟინრო და ზურგის ქვედანაყოფებს. ჯგუფს შეიძლება ცეცხლით მხარს უჭერდეს ვერტმფრენთა ასეულ, არტილერიის დივიზიონი ან საზენიტო დანადგარების ოცეული, ან მათი შედარებით მცირე რაოდენობა.