ბასტეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
VI საუკუნის ბასტეა ს. მეჯიბოჟში, ხმელნიცკის ოლქი, უკრაინა

ბასტეა − (გერმ. bastei ბასტიონი) – ციხე-სიმაგრის ტიპის ხანგრძლივად თავდასაცავი ნაგებობა. გაჩნდა XVI საუკუნეში არტილერიის განვითარების შედეგად და იყო საშუალედო ეტაპი გამაგრებულ კოშკსა და ბასტიონს შორის. ბასტეა წარმოადგენდა კლასიკურ კოშკზე დაბალ, ფართო, მრავალიარუსიან ნაგებობას არტილერიის განსათავსებლად. ცალკეული ქვემეხი შესაძლებელი იყო განელაგებინათ ბრტყელ სახურავზეც.ბასტეას აშენებდნენ გეგმაში წრის, ნახევარწრის ან მრავალწახნაგას სახით. წრიულს აგრეთვე უწოდებდნენ რონდელს. ბასტეას კედელში გაკეთებული იყო ნახვრეტები ქვემეხის ლულის გასაყოფად. მშენებლობისათვის ძირითადად გამოიყენებოდა ბუნებრივი ქვა და თიხის აგური.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები