ბასილი V

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბასილი V – (XIV საუკუნე), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XIV საუკუნის 30-60 წლები. საპატრიარქო ტახტი, ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, დაიკავა ექვთიმე III-ის გარდაცვალების შემდეგ. ბერი ეგნატაშვილის თანახმად, პატრიარქი იყო მეფე დავით IX-ის დროს. „ახალი ქართლის ცხოვრებით“, ბასილი V „მწყსიდა კეთილად საქართველოს“. ბასილი V-ის შემდეგ საკათოლიკოსო ტახტი დაიკავა დოროთეოზ I-მა.


ზ. აბაშიძე

წყაროები და ლიტერატურა

  • ეგნატაშვილი ბერი, ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959;
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოის საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც, ტ. 4, თბ., 1973.
  • აბაშიძე ზ., ბასილი V, წგ.: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბ., 2000.


Logo1.JPG ბასილი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები