ბასილი ხანძთელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბასილი ხანძთელი – (IX ს.), პოეტი, ტაო-კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის წარმომადგენელი, ხანძთის სავანის მესამე წინამძღვარი. ცნობები მის შესახებ შემოგვინახა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამ“. ბასილის მიაკუთვნებენ სტრიქონებს, რომელთა ნაწილი დაცულია მიქაელ მოდრეკილის კრებულში, ნაწილი — გოლგოთურსა და სინურ ხელნაწერებში.
ტექსტი და ლიტერატურა
- პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, III, თბ., 1965, გვ. 155-159, 344-345, 456-457, 522-523.