ბარძიმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბარძიმი - მაღალფეხიანი სასმისი, ქრისტიანული ეკლესიის „სიწმიდის ჭურჭელთაგანი“, იხმარება ზიარების რიტუალის შესრულებისას. ბარძიმში ასხამენ ზიარებისათვის საჭირო ღვინოს და წყალს. ის მოგვაგონებს იმ ჭურჭელს, რომლითაც აზიარა უფალმა მოწაფეები საიდუმლო სერობის დროს. დღესაც იხმარება ზიარების საიდუმლოს შესრულებისას.