ბარქაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბარქაში

ბარქაში - ღრმა თეფში, დიალექტიკურ მასალებში განმარტებულია როგორც პატარა გობი, ხონი, თაბახი, დიდი თიხის ჯამი, იმერეთის ზოგ რეგიონში საცეხველის სინონიმადაცაა გამოყენებული.

ზოგადად ბარქაში წარმოადგენს მრგვალ ან ოდნავ ოვალური ფორმის ხისა და კერამიკის საოჯახო ჭურჭელს, თეფშზე დიდსა და გობზე პატარას. ხმარობენ სუფრაზე მშრალი საჭმლის ან ხილის მისატანად. მას ძველად საეკლესიო დანიშნულებაც ჰქონია. მეფეთა და დიდებულთა სუფრაზე მისატანი ბარქაშები ძვირფასი ლითონებისგანაც იყო დამზადებული. ძველ ქართულ წერილობით წყაროებში ბარქაში XVI ს. დასტურდება.

ბარქაშს უწოდებენ აგრეთვე პატარა ხის გობს.

ლიტერატურა

ზ. ჭუმბურიძე, ბარქაში, კრებულში ოჩხარი, 2002.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები