ბარნაველი თეიმურაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარნაველი თეიმურაზ ვასილის ძე – (დ. 29. 01. 1904, ქ. თელავი – გ. 21. 05. 1976, ქ. თბილისი), ქართული ეპიგრაფიკის სპეციალისტი.

1912 წელს ჩაირიცხა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ხოლო 1922 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1949 წლამდე მუშაობდა ეკონომიკის დარგში, აქედან ბოლო 10 წლის განმავლობაში იყო საქართველოს სტატისტიკის სამმართველოს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების გამგე. 1949 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. მისი მეცნიერული მოღვაწეობის მთავარი სფერო იყო საქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლებზე შემონახული ეპიგრაფიკული მასალის ისტორიული და მხატვრული ანალიზი, რის საფუძველზედაც შესაძლებელი გახდა არაერთი ძეგლის შექმნის თარიღისა და ავტორის დადგენა ან დაზუსტება. ბარნაველის მიერ შესრულებულია და ფაქტობრივად გადარჩენილია ათეული ეპიგრაფიკული ძეგლის ზუსტი მონახაზი.


თხზულებები

  • ატენის სიონის მხატვრობის თარიღის შესახებ, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის „მოამბე“, 1956, №3;
  • ატენის სიონის წარწერები, თბ., 1957;
  • კახეთის ზოგიერთი ეპიგრაფიკული ძეგლი, ქართული ხელოვნ. ისტორიის ინ-ტის XII სამეცნ. სესია, 1957;
  • საქართველოს სსრ კულტურის ძეგლები აყვანილი სახელმწიფო დაცვაზე, თბ., 1959;
  • კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები, თბ., 1961;
  • მანგლისის ტაძრის წარწერები, თბ., 1961;
  • რაჭის ისტორიული წარწერების კვლევისათვის, ქართული ხელოვნ. ისტორიის ინ-ტის XXI სამეცნ. სესია, 1966;
  • სოფელი ლიპის ეკლესიის ერთ-ერთი არქიტექტურული დეტალი, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის „მოამბე“, 1969, №3;

ბესლეთის ხიდის თარიღისათვის, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის საზ. მეცნ. განყ-ბის „მაცნე“, 1970, №6;

  • ფიგურული ნიშნები განვითარებული შუასაუკუნეების ქართულ მონეტებზე, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის საზ. მეცნ. განყ-ბის „მაცნე“, 1974, №3;
  • Надпись на плите села Хуап Гудаутского района, „მაცნე“, 1981, №3.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები