ბარნაბიანთკარის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარნაბიანთკარის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში, სოფლის ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. თარიღდება XVII-XIX საუკუნეებით. ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია შეუკეთებია, რის გამოც იგი ძალზე სახეშეცვლილია. ეკლესიას აქვს კამარა და ფანერის ბრტყელი ჭერი.

ეკლესია დარბაზულია (6,5 X 4,9 მ), შესასვლელი დასავლეთ კედელშია. სწორკუთხოვან საკურთხეველში ერთი სწორკუთხა სარკმელია. დარბაზის კედლები შელესილი და შეთეთრებულია. იატაკი კვადრატული აგურისაა. ფასადები შელესილია ცემენტის ხსნარით. ღარიანი კრამიტის ორფერდა სახურავი გამართულია ხის ნივნივებზე. ეკლესიის დასავლეთ ფერდობზე დაშენებული ყოფილა აგურის სამრეკლო, რომლის მხოლოდ ძირია შემორჩენილი.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები