ფოკა ბარდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბარდა ფოკა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრძოლა ბარდა სკლიაროსსა და ბარდა ფოკას ჯარებს შორის 978-979 წწ. მინიატიური „მადრიდის სკილიცედან“

ბარდა ფოკა – (ბერძ. Βάρδας Φωκᾶς; გ. 13 აპრილი, 989), ბიზანტიის სამხედრო მოღვაწე, იმპერატორ ნიკიფორე II-ის ძმისწული.

978 კეისარმა ბასილი II-მ გამოიწვია გადასახლებიდან და აჯანყებული ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ სამეფო ჯარების მეთაურად დანიშნა. ბარდა ფოკა ამავე წლის 19 ივნისს ბარდა სკლიაროსთან ბრძოლაში დამარცხდა. მისი რეკომენდაციით იმპერატორმა ბასილმა დახმარებისათვის ტაოს მთავარ დავით III კურაპალატს მიმართა. დავითა 12-ათასიანი ლაშქარი მიაშველა იოანე-თორნიკეს მეთაურობით. ფოკამ ქართველთა ჯარების შემწეობით გაიმარჯვა ბარდა სკლიაროსის შენაერთებზე.

ბარდა ფოკა თანამშრომლობდა დავით კურაპალატთან 986-989 წლების ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლის დროს. დაიღუპა გადამწყვეტ მომენტში, რამაც საბოლოოდ განაპირობა კიდეც ბასილი II-ის წინააღმდეგ მიმართული აჯანყების მარცხი.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები