ბალთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბალთა - ტანსაცმლის (ჩვეულებრივ, სარტყელ-ქამრის), ცხენის აკაზმულობის (ავშარა, აღვირი და სხვ.) ლითონის საკვრელი, ფირფიტა, რომლის ზედაპირი თითქმის ყოველთვის შემკულია სხვადასხვა გამოსახულებით, გრეხილით, ფერადი თვლებით. უკანა მხარეს აქვს ქსოვილზე ან ტყავზე დასამაგრებელი ყუნწი. ამავე მიზნით, ბალთას ზოგჯერ უკეთდებოდა ნახვრეტები.
საქართველოში ბალთა გვხვდება ბრინჯაოს ხანიდან. ცნობილია არმაზისხევში აღმოჩენილი ოქროს თვალედი (ბადისებრი) ბალთები. ზოგჯერ უენო აბზინდსაც ბალთას უწოდებენ.
ლიტერატურა
ი. გაგოშიძე, დასურათებული ლექსიკონი, 2008.