ბალახვანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბალახვანი – ასე ეწოდება ქუთაისის ერთ-ერთ ცენტრალურ, მდინარე რიონისპირა უბანს, რომელიც ა. წერეთლის ქუჩას, ღვინის ქარხანას და მის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს.

სპეციალური კვლევა-ძიება და დიდი დაკვირვება არ ჭირდება იმის გარკვევას. რომ ტოპონიმი ბალახვანი ბალახ- სიტყვაზე –ოვან სუფიქსის დართვის შედეგად არის მიღებული. იგი ნიშნავს: „ბალახ-ოვან-ი“, „ბალახ-იან-ი, ბალახ-ნარ-ი ადგილი“. ქართული ენის დიალექტებში როცა ქონების აღმნიშვნელი -ოვან- სუფიქსი თანხმოვანფუძიან მსაზღვრელს მიერთვის, მაშინ –ოვან სუფიქსის თავკიდურა - ხმოვანი წესისამებრ იკარგვის. შდრ. ტყელვანი (←ტყემლ-ვანი ← ტყემლ-ოვან-ი) ქრცხილ-ვან-ი (←ქრცხილო-ვან-ი ← რცხილ-ოვან-ი) ჭალ-ვანი (←ჭალ-ოვან-ი), ჟინ-ვან-ი (← ჟინ-ოვან-ი) და სხვ. მრ. იმერულ დიალექტს დაუცავს ამ ტოპონიმის თავდაპირველი, ამოსავალი სახე: „წამევიდა და მევიდა ქუთეიში. ბალახოვნის ქუჩის ამა და ამ ნომრის აკოლოჩნიკი უნდა ისხვერპლოს. გააგორა მაშთავე“.

ქართული მწერლობის ნიმუშებში მხოლოდ ბალახვანი და მისი შეკუმშული სახეობა (ბალახვნის) არის ცნობილი:

„დღეს ბალახვანში კოლაუ მოჰკლეს,
ნუღარ ელიან ბავშვები მამას!“ (კოლაუ ნადირაძე)

„ჩემი ფოტოგრაფიც ხომ რიონის პირას ცხოვრობს, სადღაც ბალახვანში; „გავეხვიე ბუშლატში და ბალახვნის წისქვილებს დავუყევი“. (კ. ლრთქიფანიძე)

ძველ ქართულ ეკონომიკურ ძეგლებში ბალახვან-ი მოსალოდნელი ბალახუანი-ს სახით გვხვდება, რაც მის ბალახოვან-ისაგან მომდინარეობაზე მეტყველებს. ბალახვანის ბალახ-ოვან- ფორმისაგან უეჭველ მომდინარეობას ადასტურებს (მ. ალავიძე).

პირველი მკვლევარი კი, რომელმაც მოგვცა ტოპონიმ ბალახვანის სწორი ახსნა, პოეტი რაფიელ ერისთავი იყო.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები