ბაკურ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაკურ II – (IV საუკუნის II ნახევარი), „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით არის ქართლის 25-ე მეფე და შვილი მირიან მეფისა. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მეფეთა სიით 28-ე მეფეა და შვილია მეფე მირიანის ძის, რევისა. ლეონტი მროველის თანახმად, იმპერატორ კონსტანტინე დიდს ჰყავდა მძევლად რომში, ქართლის გაქრისტიანების შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნებულა და ჯერ კიდევ წარმართებად დარჩენილი კავკასიელების ნაწილი მოუქცევია: „მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა“. მან მთელი ცხოვრება „დიდსა სარწმუნოებასა შინა აღასრულნა და განამრავლნა მღვდელნი და დიაკონნი ყოველსა ქართლსა და რანსა ეკლესიათა მსახურებად“. ქართული მატიანეები მას მიაწერენ წილკნის ეკლესიის აშენებას. „ქართლის ცხოვრებაში“ იხსენიება არაბიზებული ფორმით – ბაქარ.

წყაროები

  • ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ, 1, თბ., 1955;
  • „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, წგ.: შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილის და ე. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979.


Logo1.JPG ბაკური მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები