ბაზისი (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაზისი (ბერძ. basis – „ფუძე“, „საფუძველი“ – ელემენტთა სიმრავლე, რომელიც განსაზღვრული ოპერაციების დახმარებით წარმოქმნის მოცემული სახის ყველა მათემატიკურ ობიექტს.

ვექტორული (წრფივი) სივრცის ბაზისი ეწოდება წრფივად დამოუკიდებელ ვექტორთა ერთობლიობას, რომელთა მიხედვითაც ხდება დანარჩენი ვექტორების დაშლა. თუ ვექტორული (წრფივი) სივრცის რომელიმე ბაზისი შედგება სასრული რაოდენობის n ვექტორისაგან, მაშინ ამ სივრცის ყოველი სხვა ბაზისიც შედგება იმავე n რაოდენობის ვექტორისაგან. ასეთ შემთხვევაში ვექტორულ სივრცეს ეწოდება n- განზომილებიანი. თუ ვექტორულ სივრცეს არა აქვს სასრული ბაზისი, მაშინ ამბობენ, რომ გვაქვს უსასრულო განზომილებიანი სივრცე.

ზემოთ ნათქვამიდან ჩანს, რომ სიბრტყეზე ბაზისად გამოდგება ნებისმიერი ორი არაპარალელური ვექტორი, ხოლო სივრცეში – ნებისმიერი სამი ვექტორი, რომლებიც არ არიან ერთი სიბრტყის პარალელურნი. სიტყვა თავდაპირველად აღნიშნავდა ჰორიზონტალურ ხაზს, რომელიც განიხილებოდა როგორც ბრტყელი ფიგურის ელემენტი, ან ბრტყელ ფიგურას – როგორც სივრცითი სხეულის ელემენტი. ამ აზრით სიტყვას იყენებდნენ ევკლიდე, არქიმედე.

ვექტორთა სისტემას Bazi001.png ბაზისი უწოდა დედეკინდმა (1885-1887) და მოლინმა (1893).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები