ბავრის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბავრის ეკლესია – დარბაზული ეკლესია საქართველოში (X ს.) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფარავნის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1680 მ, ახალქალაქიდან 4 კმ-ზე. შემორჩენილია ლაპიდარული წარწერები.

ეკლესია ნაგებია მონაცისფრო და მოწითალო ფერის ანდეზიტური ტუფის კარგად დამუშავებული კვადრატებით. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახული ბარელიეფი, რომელზეც გამოსახულია დანიელი ლომთა ხაროში. გამოსახულების ქვევით ასომთავრული წარწერაა „ქრისტე ადიდე სოფრონ“. ასომთავრული სამშენებლო წარწერა დასავლეთის ფასადზეც: „სახელითა ღმრთისაჲთა აეგო ესე ეკლესია წმიდაჲ სოფრონს ქონქოლს“.


წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები