ბაგრატიონი მარიამ (ერეკლე მეორის ასული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატიონი მარიამ (მარიამ ბატონიშვილი) – (1755 – 1828/34), მარიამი იყო ერეკლე მეორის ასული. გათხოვილი იყო თბილისის მოურავ დავით ციციშვილზე. ჰყავდა 7 შვილი. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ისიც მძიმე სულიერ და ნივთიერ გაჭირვებაში ჩავარდა. ერთი ცნობით, გარდაიცვალა 1828 წელს, სხვა ცნობით — 1834 წელს. მარიამი პოეტური და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ქალი ყოფილა. მისი თანამედროვის, ბარბარე ქობულაშვილის დახასიათებით, ის „იყო დიდი ნიჭიერი, დიდათ დახელოვნებული საღმთოს წერილში, ისეთი მოლექსე, რომ ამბობდნენ – დიდის მეფის თეიმურაზის ნიჭი გამოჰყვა ამ ქალსო“. ცნობილია მარიამის რამდენიმე ლექსი. ორი მათგანი ასახავს თავისი ძმის, ალექსანდრე ბატონიშვილის საცოლის, ყაბარდოს მთავრის ასულის, გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას. დანარჩენები მოგვიანებით, თავისი სამეფოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგაა შეთხზული და გამოხატავს მძაფრ სულიერ ტკივილს წარსულზე გოდებასა და აწმყოთი უკმაყოფილებას.


* * *
ჰოი, სამწარდეს დროთა ტკბილობა,
უწყალომ ეტლმან რა ქმნა ცილობა,
აღფხვრა წალკოტსა ვარდთა შლილობა,
დასთრგუნვა ჩემი დღეკეთილობა,
ბნელ ჰყო ქართლოსის ძვირფას ტკბილობა,
მოსისხლე მარიხს აქვს ხმალწვდილობა.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები