ახსონ ვაიგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ახსონ ვაიგ-ი (ოს. Æхсон вæйыг) – ოსური დარეძანული თქმულების პერსონაჟი, კაჟის ქვის ცხრათავიანი დევი, რომელიც თესის კლდეებში ცხოვრობს; მის სხეულში არც ხანჯალი აღწევს და არც ისარი; პირიდან გავარვარებული ნაკვერჩხალი ამოსდის; თუ რაიმე მოკლავს, – მხოლოდ საკუთარი ხმალი. ახსონ ვაიგი ამრანმა დაამარცხა და რვა თავი წააცალა, მაგრამ მეცხრე თავმა გმირი დაწყევლა: „ძალა მანამდე არ შეგრჩეს, ვიდრე თანდეთთუნდეთის ნაზ ქალიშვილს, კეთილშობილ თამარს არ შეირთავ“. დევის სიტყვებს ახდენა ეწერა: თამარის ცოლად შერთვამდე ამრანის ძალ-ღონისგან არაფერი იყო დარჩენილი.
ლიტერატურა
- «Амран». Даредзановские сказания у осетин. Перевод, обработка и комментарии В. И. Абаева. Предисловие и редакция академика Н. Я. Марра. М.-Л., 1932;
- Калоева Д. А. Даредзановские сказания у осетин (Исследование, тексты). Цхинвали, 1975;