ახლოური დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით ახლოური

ახლოური დავით – (1975), ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პოეტი დაიბადა სოფელ მიდელაანში (ახალგორი). დაამთავრა ბალაანის საშუალო სკოლა და ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ქალაქ გორში. 1997 წელს სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივ ასპირანტურაში, საქართველოს ისტორიის სპეციალობით. 2018 წელს აირჩიეს საქართველოს მწერალთა კავშირის ცხინვალისა და ახალგორის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ. ავტორია 24 წიგნის, მათ შორის ისტორიული მონოგრაფიების, რომელიც ქსნის ხეობის ისტორიის საკითხებს ეძღვნება. სხვადასხვა დროს რედაქტორობდა ჟურნალ-გაზეთებს: „ყაყაჩო”, „ჩვენი უნივერსიტეტი”, „მშვიდობა”, „უფლისციხე”, „ლიტერატურული ქართლი”... გამოსცემს ლიტერატურულ ჟურნალს „კარდუ”. მისი რედაქტორობით გამოიცა თანამედროვე ქართველი ავტორების მრავალტომეული „მზის არილი”.


* * *
ქალი ვაზია, უნდა ეფერო,
უნდა ჩაიკრა გულში და გათბე...
მზით დაფერილი მწიფე მტევანი
უნდა დაწურო მერე და დათვრე...
ქალი ვაზია, სხეული მდედრის
უნდა აქციო ყურძნის მარცვლებად.
უნდა დაცალო ქალი ბოლომდე
და კვლავ შეავსო გამოსაცლელად...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები