ახკაარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახკაარა - აფხ. შემოკავებული, სამეურნეო ეზო საკარმიდამოში. სამეურნეო ეზოს საკარმიდამოს თითქმის ერთი მეათედი ნაწილი ეკავა, რომელიც ოჯახს იმდენ ნიორს, ხახვს, წიწაკას, მწვანილს, კიტრსა და პომიდორს, ხილსა და მწვანე საკვებ ბალახებს აძლევდა, რომ ადამიანთა რაციონში მას მნიშვენლოვანი ადგილი ეკავა. საერთოდ მათ ყოველთვის მოხმარებითი ხასიათი ჰქონდა, იმდენი ითესებოდა, რაც ოჯახს სჭირდებოდა. ასე მაგ., საზამთრო, ნესვი, გოგრა სიმინდის ყანის გარშემო, ხოლო ლობიო სიმინდთან ერთად ითესებოდა და იგი სიმინდის ღეროზე ადიოდა. სადაც მწვანილს, ნიორს, ხახვს და სხვ. თესავდნენ, იმ ნათეს ადგილს, შემოღობილი რომ არ ყოფილიყო, მაინც აბაჰჩა-ს ბაღჩას, ან აუთრა-ს ბოსტანს ეძახდნენ. სამეურნეო ეზოში, ახკაარა-ში ღობით შემოკავებული იყო აგრეთვე ხბორების საბალახო ადგილი. ზოგჯერ იქ ცხენებსაც აყენებდნენ. სიტყვა ხეკარა ფორმით შესულია მეგრულში.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები