აჭარული ყველეულობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აჭარული ყველეულობა

აჭარული ყველეულობა - ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია რძის წარმოებაში, მაგრამ არაიმდენად ყველის ნაირსახეობებითაა ცნობილი, რამდენადაც რძის პროდუქტების უხვად გამოყენებით სხვადასხვა კერძების დასამზადებლად, პოპულარულია მაწვნის კერძებით – კაიმაღი, საკუთრივ მაწონი.

გვხვდება ყველა ქართული ტიპის ყველი, შინაური, ე.წ საოჯახო ყველის ტიპები – ლუკმა, ჩაშუშული. მათ შორისაა მესხეთში გავრცელებული ყველი – ჩეჩილი, რომელსაც აჭარაში ჩლეჩილს ეძახიან.

ცნობილი აჭარული ხაჭაპურის და აჩმას გარდა, აჭარული ყველის კერძია სინორი – გამხმარი ცომისა და ნადუღის ნაზავი.

საინტერესო რძის პროდუქტია ბორანო, რომელიც მარილიანი კარაქისა და ყველის ნაერთია.


წყარო

ქართული ყველი: კატალოგი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები