აჩეი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აჩეჲ / აჩეჲ-ბათირ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Ачей/Ачей-батыр) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის პერსონაჟი, აჩემეზის მამა, ერთ-ერთი სახელგანთქმული ნართი; მოკლულ იქნა ხუბუნთან ორთაბრძოლაში (ვარიანტი: მოხუცი აჩეჲ, რომელიც ნართების ლაშქარს ხელმძღვანელობს, მომხვდურებთან ბრძოლაში კვდება).
ლიტერატურა
Нарты. Героический эпос Карачаевцев и балкарцев. М., 1994.