აშვაგჰოშა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აშვაგჰოშა – (დევანაგარი अश्वघोष, დაახლ. I ს.), ძველინდოელი პოეტი და დრამატურგი. ჩვენ დრომდე მოღწეული ყველაზე ძველი ინდური (აღმოაჩინეს მე-20 ს. დასაწყ.) დრამატურგიული ნაწარმოებების ავტორი. ნაწყვეტებად შემონახულია მისი დრამა („პიესა შარიპუტრიზე“) და უსათაურო ორი პიესა, რომელსაც მას მიაწერენ. თავის ნაწარმოებებში ქადაგებდა ბუდიზმს.